დასაქმების ფორუმი თელავში

04.12.2018 00:56

დასაქმების ერთდღიანი ფორუმი გაიმართება 7 დეკემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში. მიმდინარე წელს ეს ქვეყნის მასშტაბით მეთორმეტე ფორუმია და აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს. დასაქმების ფორუმში ჩართვის სურვილი უკვე 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ გამოთქვა. დამსაქმებლები შრომის ბაზარზე აქტიურ ვაკანსიებს წარმოადგენენ. კერძო სექტორი დამსწრეებს თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან გააცნობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: