„ახალგაზრდული ფორუმის" მეორე ეტაპი თელავში


თელავის „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი\"-ს ორგანიზებით, „ახალგაზრდული ფორუმის\" მეორე ეტაპი გაიმართა, რომელშიც დედოფლისწყაროს, ყვარლის, გურჯაანისა და თელავის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა საკუთარი პროექტები მხარდამჭერ ორგანიზაციებს წარუდგინეს. მოსწავლეთა პრეზენტაციები მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-სექტორისა და მედიის წარმომადგენელებმა შეაფასეს. მხარდამჭერთა რიგებში შედიოდა თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრიც\", რომელიც პროექტის ფარგლებში გამართულ აქტივობებს გააშუქებს. ახალგაზრდულ ფორუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა თელაველი მოსწავლეების პროექტმა, რომელიც „საკრებულოში მოსწავლეთა ალიანსის\" ჩამოყალიბებას ეხებოდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/IDKWmD

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან