პროკურორი ლაშა კოტრიკაძე


საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო

საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დ.მ. და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ჯ.ი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, 2015 წლის 24 ნოემბერს, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვას გულისხმობს. საქმე ეხება პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალებას და ამ ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე ვალდებულება აიღო.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წელს, N6 დაწესებულების დირექტორმა დ.მ.-მ და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ჯ.ი.-მ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, მსჯავრდებულ კახაბერ თედლიაშვილს ხელოვნურად შეუქმნეს პირობები, რათა მსჯავრდებული იძულებით დათანხმებოდა ადმინისტრაციასთან საიდუმლო თანამშრომლობას, რომელზეც უარის თქმის შემთხვევაში, მას დაწესებულებაში ხმების გავრცელებით ემუქრებოდნენ, თითქოს კ.თედლიაშვილი იყო ადმინისტრაციის საიდუმლო თანამშრომელი.

ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან