„სტრატეგია აღმაშენებლის“ და თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილება - პოლიტიკური გამოხმაურებები


საპარლამენტო ბოიკოტს უერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანიც. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ამ დროისთვის სხვა გზა არ დატოვა „ქართული ოცნების“ მოქმედებებმა. მისივე განმარტებით, მანდატს არ ტოვებენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაა მისაღები და შესასრულებელია 12-პუნქტიანი რეკომენდაცია.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს, - დათმობა იქნება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, ისინი ბოიკოტს არ უერთდებიან და მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტს აზრი არ ექნება და ეს არასერიოზულია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მათ პარლამენტში ყოფნა ნამდვილად არ სურთ, მაშინ მანდატებზეც უარი უნდა თქვან. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი ყოველთვის დესტრუქციაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან