გამოხმაურება თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე
პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ის ხელისუფლების მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში ცვლილების მომხრეა. თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილიც. მისი შეფასებით, აჯანყებასთან დაკავშირებული განცხადება, სერიოზული არ არის და ამით შეიძლება, მხოლოდ დამატებითი საბაბი მიეცეს „ქართულ ოცნებას“ იმის სათქმელად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას ამზადებს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, პარტიაში აცხადებენ, რომ აჯანყებაზე საუბარი არასერიოზულია. პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ განაცხადა, რომ ის მომხრეა, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება. მისი განმარტებით, აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით და იქ ყოფნით. ჩარკვიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ფანჯრები ამოუქოლეს და ეს არის წამების ფორმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თაკო ჩარკვიანის ბრალდება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღარიბაშვილს მივმართავ დროზე აღკვეთე, თორემ მყავს ადამიანები,...
MULTIMEDIA GE
თაკო ჩარკვიანის ბრალდება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თაკო საზინას რჩევები მაგნიტური ნიღბის ვიდეოს ინსტაგრამზე ს...
POS TV
g p v g (2 part)
g.p.v.g Channel
g p v g (1 part)
g.p.v.g Channel