ისე მიჰყავთ საქმე, რომ ავიყაროთ საზღვრისპირა ზოლიდან - შიო ოჩიაური არხოტიდან
10/27/2020
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი შექმნას სიკეთით ვუყურებდით და რა მივიღეთ? აკრძალვა, აკრძალვა, გადასახადები. მდინარეზე თევზაობა ხომ აკრძალეს, ახლა უკვე შეშის მოჭრაზე გვიწესებენ გადასახადს. ბილეთის ასაღებად დუშეთში უნდა ჩამოხვიდეო. რით? როგორ? სადმე ტრანსპორტს ხედავთ? 6-7 დღე მინდა იქ ჩასვლა-ამოსვლაში. უსამართლობა არ არის, აქ მცხოვრებს გასათბობად შეშის მოჭრაზე ფულს რომ გადაახდევინებ? ჯერ ვინა ვართ, 4 კომლი ზამთარში ვინც ვრჩებით. აქ 50 წელია წაუსვლელად ვცხოვრობ. გაიძულებენ, რომ გაეცალო აქედან, თან საზღვრისპირა ზოლიდან, სადაც ხელს უნდა უწყობდნენ, რომ ხალხი როგორმე შეინარჩუნონ - შიო ოჩიაური, ახიელი, არხოტის ხეობა, ხევსურეთი.