გადააბრძანებენ თუ არა ღვთისმშობლის კვართს ხობში ჯერ-ჯერობით უცნობია

09.08.2017 03:29

ზუგდიდის ივერიის ღვთიმსშობლის საკათედრო ტაძარში მეუფე გერასიმესა და საპატრიარქო სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგის შეხვედრა დასრულდა. მეუფე ვახტანგმა ღვთისმშობლის შესამოსლის ხობში მოსალოცად გადაბრძანებასთან დაკავშირებით ზუგდიდელების აზრი მოისმინა. მისი თქმით, ის ადგილზე წმინდა სინოდის დავალებით ჩამოვიდა. „მე არ გადაწყვეტილების მისაღებად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი, რომ მოვისმინო ეპარქიისა და ხალხის აზრი. რაც შეეხება გადაწყვტილებას, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. რეზიუმეს მოვახსენებ უწმინდესსა და წმინდა სინოდს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას იქნება მიღებული“, - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე ვახტანგმა. მეუფე გერასიმეს განმარტებით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს, თუმცა, შეიკრიბება თუ არა სინოდი 28 აგვისტომდე, უცნობია. „შარშანაც არ შეკრებილა წმინდა სინოდი, თუმცა საპატრიარქომ მიიღო გადაყწვეტილება, გაითვალისწინა მრევლის თხოვნა და სამოსელი ზუგდიდიდან არ გასულა“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ. მრევლის პოზიციას ითვალისწინებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც. მისი თქმით, ქალაქის მერია წმინდა სინოდისთვის გადასაცემ წერილს ამზადებს. „მე ვარ ღვთისმშობლის ქალაქის მერი. პატრიარქმა არაერთხელ თქვა, რომ კვართი უნდა იყოს ზუგდიდში და მუდმივად ხალხსა და რაიონებს შორის ასეთი დაპირისპირების საბაბი არ შეიძლება იყოს“, - თქვა გოგოხიამ. მეუფის რეზიდენციის შენობასთან მრევლმა შეკრება დღეს 16:00 საათიდან დაიწყო. ისინი, სასულიერო პირებთან ერთად, ღვთისმშობლის კვართის მარიამობას ხობში გადაბრძნებას აპროტესტებნენ და აცხადებდნენ, რომ სამოსელი ზუგდიდიდან არ უნდა გავიდეს. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ხობისა და პოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის დედათა მონასწტერში გადაბრძანებას ითხოვდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან პირველ დადიანს ზუგდიდში, სამთავროს სასახლეში გადაუსვენებია. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

წიკლაურები გადააბრძანებენ ხატს გუდამაყარში 020618
11:19

წიკლაურები გადააბრძანებენ ხატს გუდამაყარში 020618

Tsiklauri Video Storage

ჰუჯაბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს სიონიდან მარნეულისა და ჰუჯაბის  ეპარქიაში გადააბრძანებენ
01:51

ჰუჯაბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს სიონიდან მარნეულისა დ...

TV religia

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დაიწერა | მას დღეს კიევში გადააბრძანებენ
03:01

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დაიწერა...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ხატმწერმა შალვა გერაძემ,  წმინდა კეთილმსახური მეფე დავითის ხატზე მუშაობა დაასრულა
05:41

ხატმწერმა შალვა გერაძემ, წმინდა კეთილმსახური მეფე დავითის ხ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
01:04

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხვალ 16.00 საათზე წმინდა ნინოს ჯვარს გამოაბრძანებენ
00:31

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხვალ 16.00 საათზე წმინდა ნინოს ჯ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

საბა ბუაძე: მალე მოვა ის დრო, როდესაც შალვა პაპუაშვილს გაუღებენ კაბინეტის კარებს და გამოაბრძანებენ
11:36

საბა ბუაძე: მალე მოვა ის დრო, როდესაც შალვა პაპუაშვილს გაუღე...

ტვ პირველი • TV Pirveli

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს
00:46

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო