დიეტური ხაჭაპური ანუ ხაჭაპურისნაცვალი :)

03/18/2020
me var gamxdari-ის მიერ

მოგეხსენებათ დუკანის დიეტის დროს პროდუქტების ჩანაცვლებით შეგვიძლია სხვადასხვა კერძის დიეტური ანალოგი გავამზადოთ. დღეს ხაჭაპურის ჩასანაცვლებელი კერძის ე.წ. ხაჭაპურის ნაცვალის რეცეპტს გთავაზობთ.
მის მოსამზადებლად დაგვჭირდება.
2 კვერცხი.
1 ს.კ. სიმინდის სახამებელი.
1 პაკეტი ხაჭო (180-200 გრამი)
1/3 ჩ.კ. სოდა და
1/3 ჩ/კ. მარილი

პირველ რიგში დავდგათ ტაფა გასაცხელებლად და მოვუსვათ ცოტა ზეთი.
ყველა ინგრედიენტი გადავიტანოთ ჩოფერში ან რაიმე ჯამში. ავთქვიფოთ. გავაერთიანოთ ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. გადავიტანოთ გაცხელებულ ტაფაში. დავაფაროთ თავზე და გამოვაცხოთ ძალიან დაბალ ცეცლზე. ჩემს გაზზე დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. ზემოდან რომ მოშრება. გადმოვაბრუნოთ. მე გამომცხვარი მხრიდან გადამაქვს რაიმე მყარ ზედაპირზე. ზემოდან ვაფარებ ტაფას და ასე უმტკივნეულოდ ვაბრუნებ ჩვენს ხაჭაპურისნაცვალს. დავაფაროთ ისევ თავზე და დაველოდოთ მეორე მხრიდანაც რომ გამოცხვეს. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადმოვაბრუნოთ და ცოტა ხანს კიდევ დავაყოვნოთ ტაფაში. ოღონდ ამჯერად თავსახურის გარეშე. დაახლოებით 5 წუთში შეგვიძლია გადმოვიღოთ და ცხელივე ბასრი დანით ან პიცის საჭრელით დავჭრათ.
აქვე ბუნუსად იგივე ხაჭაპურის ღუმელში გამომცხვარ ვარიანტს შემოგთავაზებთ. აქაც პირველ რიგში გამოსაცხობ ფორმას მოვუსვათ ზეთი და შევდოთ ღუმელში გასაცხელებლად. პროდუქტები ავიღოთ გაორმაგებულად.
2 ს.კ. სიმინდის სახამებელი.
2 პაკეტი ხაჭო (180-200 გრამი)
2/3 ჩ.კ. სოდა და
2/3 ჩ/კ. მარილი.
3-4 კვერცხი (ზომიდან გამომდინარე).
გაერთიანებულ ინგრედიენტებს ხელის ბლენდერით დავამუშავებ და წინასწარ გაცხელებულ, ცხიმმოსმულ ფორმაში გადავიტან. ცხვება დაახლოებით 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით. კლებით შეგერგოთ.


ეს რეცეპტი ჩემს ბლოგშიც შეგიძლიათ ნახოთ:
https://mevargamxdari.com/2019/07/02/...

სხვა დუკანური დიეტისთვის შესაფერის რეცეპტებს და ზოგადად ინფორმაციას მის შესახებ შესახებ ამ ბმულზე გაეცნობით:
https://mevargamxdari.com/2019/06/09/...

Music from https://filmmusic.io
\"Whiskey on the Mississippi\" by Kevin MacLeod (https://incompetech.com)
License: CC BY (http://creativecommons.org/licenses/b...)