ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში


სოფლად ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, იმუნიზაცია შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს.
შეგახსენებეთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარს ხოლო „ბუსტერის“ დამატების შემთხვევაში კი 100 ლარს მიიღებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან