„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის განხილვა გადაიდო
10/04/2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გადადო. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ პროექტზე იმსჯელეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ რეზოლუციის პათოსს იზიარებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის სამართლებრივი მხარე გასამართია, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უფლება არ აქვს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი დოკუმენტის თაობაზე სამუშაო შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც პროექტს კენჭს უყრიან.
რაც ეხება რეზოლუციის შინაარსს, „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.