ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებს პოლიტიკოსები აფასებენ


სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებსა და საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებებს პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებაა და ცენტრალური ხელისუფლება პრინციპულ პოზიციაზე რჩება. ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ ამ პროვოკაციის შესახებ უკვე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორი ქვეყნები არიან ინფორმირებული.

ხელისუფლება ოპონენტებს მოუწოდებს, ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ და თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმის დამაზიანებელი განცხადებებისგან. უმრავლესობაში ვითარების სწორი გაანალიზების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციას, რასაც ხელი ხელისუფლების უმოქმედობამ შეუწყო.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან