ლევან ხაბეიშვილის განცხადება


საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა ვარკეთილის ხიდთან, სადაც გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხაბეიშვილის განცხადებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. ადგილზე სამუშაოებს კომპანია „პასაჟი საქართველო“ ახორციელებს.

საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ თბილისის მერმა 25 დეკემბერს ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ აღნიშნული კომპანია დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს და სამუშაოები სწორედ ამის გამო ვერ დასრულდა. ხაბეიშვილის თქმით, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, 25 ოქტომბერს აღნიშნულ კომპანიას კრწანისის გამგეობამ კიდევ ერთი ობიექტი ჩააბარა. ლევან ხაბეიშვილი აღნიშნულ საკითხზე პასუხიმგებლობას შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს აკისრებს და გიორგი პაპავას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან