ლევან ხაბეიშვილის განცხადება


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილმონაცვლეობის გზით, ორი კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებს და ხელისუფლების კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, კომპანიებს თავის დროზე ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება დატბორვის ზონაში მისცეს და მოგვიანებით, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა თბილისის მერმა დაუშვებლად ცნო, მათ გაცილებით ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი იუსტიციის სახლის მიმდებარედ უნდა გადასცენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ სხდომაზე თბილისის ზღვაში ფეკალური მასების ჩადინების საკითხსაც დააყენებს და საკრებულოს და მერიას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ წყლის დაბინძურების საფრთხე არ არსებობს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან