მელია მანდატის გარეშე / დავით გარეჯის საქმე არსებით განხილვაზე #LIVE


• პროკურატურის არგუმენტები და მანდატის გარეშე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა; საგამოძიებო ორგანომ მელიას პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თანხმობა მიიღო; საქმის სამართლებრივი საფუძველი და პარლამენტის გადაწყვეტილება;
• დავით გარეჯის საქმე, ბრალდებულთა ჩვენება და მხარეთა პოზიციები - მოსამართლის გადაწყვეტილებით საქმეს ყველა წარდგენილი მტკიცებულება დაერთო; საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დაიწყება; განაჩენის შესახებ მხარეთა მოლოდინები განსხვავებულია; პროკურატურა დავალების გამცემ პირებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ პოტენციურ ბრალდებულთა წრე დადგენილია და მათთვის ბრალის წარდგენას გეგმავს;
• ქვეყნის ეპიდ-ვითარება და მზადება ვაქცინაციისთვის - ვაქცინაციის პირველი ეტაპის დაწყებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება; საქართველო „ფაიზერის“ პირველ დოზებს რამდენიმე კვირაში მიიღებს; სპეციალისტთა პროგნოზით, ქვეყანა მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაციას შეძლებს; პრევენციის მიზნით ხანგრძლივდება პირბადის ტარების ვადა და მკაცრდება სანქციები; კოვიდ-გადატანილი პაციენტების შესასწავლად 1 მარტიდან ინფექციური საავადმყოფო მასშტაბურ კვლევას იწყებს;
• გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ დაწყებული საგამომცემლო პროექტი „ქართველურ ენათა თვითმასწავლებელი“ და პირველი წიგნი „ვისწავლოთ მეგრული” - ტექსტები, დიალოგები და აუდიო მასალები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ჩაიწერა და ტელევიზიის მხარდაჭერა ქართველური ენების პოპულარიზაციის პროექტს; პროექტის ფარგლებში ლაზურისა და სვანურის თვითმასწავლებელიც გამოიცემა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან