აშშ-ში რუსეთის საელჩო, მორგან ორტაგუსის განცხადებას ეხმიანება
რუსეთის საელჩო აშშ-ში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის განცხადებას ეხმიანება. რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს, აშშ-ის მხრიდან, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გაწეული დახმარების შეფასება პოლიტიზებულია და რუსოფობიული მიდგომით განხორციელდა. „ვაშინგტონში არ ჩქარობენ თბილისში მყოფ პროტეჟეებს მოუწოდონ, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და რუს მშვიდობისმყოფელებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აღიარონ. ამის ნაცვლად, აშშ-ის საგარეო უწყება ტრადიციული პოლიტიზებული და რუსოფობიული მიდგომით უპასუხისმგებლოდ აგრძელებს რუსეთის დადანაშაულებას“, – აღნიშნულია აშშ-ში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადებაში წერია, რომ „როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიიდან გაკვეთილს არ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებზე თვალს ხუჭავს. სწორედ დაუსჯელობის რწმენა შობს ასეთ ტრაგიკულ მოვლენებს“. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციას მიმართა, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
238
„ნიუ-ირკ თაიმსი“ : მაიკლ ფლინი და ტრამპის სიძე დეკემბერში აშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის კატასტროფა შავ ზღვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"რუსეთი ოკუპანტია" | აშშ-ში ემიგრანტებმა რუსეთის საკონსულოსთ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სერგო რატიანი ალექსი პეტრიაშვილის მხრიდან რუსეთის მისამართით...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ში სროლის შედეგად რუსეთის მოქალაქე თავში დაიჭრა
PalitraNews
რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება საქართველოდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster