აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია
აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“/ცხინვალის – ოკუპაცია. “ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას”, – აღნიშნულია რეზოლუციაში. რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს. დოკუმენტის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე. რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს ისეთ არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია - საქართველოს ხელისუფლების წარმო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის კონგრესის რეზოლუციას ქართული პოლიტიკური სპექტრი აფასე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხებმა ამერიკას მადლობა გადაუხადეს
რადიო თავისუფლება
ერთსულოვანი რეზოლუცია საქართველოზე
ამერიკის ხმა
აშშ-ირანის დაპირისპირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზოლუციის წარდგენა კონგრესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster