ვაკის პარკში საქველმოქმედო კროსი იმართება

24.04.2019 00:28

კავკასიის ფრანგული სკოლის ორგანიზებით ვაკის პარკში საქველმოქმედო კროსი იმართება. შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ორგანიზაციას „ემაუს საქართველო“. ღონისძიების მიზანი ბავშვების ცნობიერების ამაღლებაა უსახლკაროების, შიმშილისა და სიღარიბის პრობლემასთან დაკავშირებით. საქველმოქმედო აქციაში ბავშვებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობენ. კავკასიის ფრანგული სკოლა მსგავს ღონისძიებას უკვე მეშვიდედ ატარებს. კროსში გამარჯვებულები საფრანგეთის ელჩმა დააჯილდოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: