ვაკის პარკი თაფლის ფესტივალს მასპინძლობს

15.12.2018

ვაკის პარკი თაფლის ფესტივალს მასპინძლობს. მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტია წარმოდგენილი. ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, თაფლი ადგილზევე დააგემოვნოს. მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დამზადებისა და სარგებლიანობის შესახებ. ღონისძიება ვაკის პარკში ექვს საათამდე გაგრძელდება. ფესტივალი საქველმოქმედოა. შემოსული თანხის ნაწილი წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაირიცხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: