ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა! ლოკოს ახალწვეულმა - სოსო კოპალიანმა, დღეს თერთმეტმეტრიანი მოიგერია

24.01.2021 00:22

24 იანვარს, საბურთალოსა და ლოკომოტივს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, 14 წლის სოსო კოპალიანი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მალევე, მის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. კოპალიანმა გიორგი გულიაშვილის დარტყმული ეფექტურად მოიგერია და მატჩის გმირიც გახდა. #Loco #GoLocoGo #FCL #friendlymatch #preseason #ტესტმატჩი #სოსოკოპალიანი13

გაზიარება: