სამშვიდობო ზავის პირობები - ვითარება უკრაინაში

30.01.2026 05:27

ჩაბნელებული კიევი, დაბომბილი ენერგოობიექტები და ძლიერი ყინვა - ტრამპის თხოვნა გათვალისწინებულია. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ქალაქებზე ერთი კვირით თავდასხმების შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა მორატორიუმი მხოლოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ვრცელდება.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ წყდება. თავის მხრივ მოსკოვი ამერიკის პრეზიდენტის თხოვნაზე თანხმობის მიზეზად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ასახელებს. საერთაშორისო საზოგადოება ახლა აბუ-დაბიში ორ დღეში დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინშია. მთავარი სადავო თემა უსაფრთხოების გარანტიაა, რაც მედიის ცნობით, პირდაპირ არის დაკავშირებული დონბასის ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტასთან. ღიად რჩება სამშვიდობო გეგმის ის ნაწილიც, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ეხება. 2027 წლისთვის ამ პერსპექტივას ევროკავშირის ქვეყნების ნაწილიც არარეალურად მიიჩნევს.
 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani