ავარია ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე

19.09.2020 00:29

ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ათი კი დაშავდა. შემთხვევა ქარელთან მოხდა. საჩხერე-თბილისის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგად ტრანსპორტი მოცურდა, ამობრუნდა და ჯებირს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: