#არჩევნები2020 გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

06.11.2020 06:17

ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შემდეგ სუს-ში ორგანიზაცია „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ და „ანტიკორუფციული საბჭოს“ წევრები დაიბარეს. მითითებული ორგანიზაციები 31 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს დევი ჭანკოტაძე, - „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეექვსე ნომერი ხელმძღვანელობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა სუს-ს ინფორმაციის წყაროც დაუსახელა და კონკრეტულ პირთა სიაც მიაწოდა. სწორედ ირაკლი კობახიძემ დაადანაშაულა არჩევნების წინა დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის და რევოლუციური სცენარისთვის მზადებაში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო