ტურიზმის სტატისტიკა

04.02.2020 01:12

2020 წლის იანვარში, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ეწვია.  ჩვენს ქვეყანაში 633,201 ტურისტი შემოვიდა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ია.  ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. 2020 წლის იანვარის დეტალური სტატისტიკური მონაცემებით:  ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და  თურქეთიდან შედგა. 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია პოლონეთი საფრანგეთი და ლიეტუვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi