ტურიზმის სტატისტიკა

06.11.2018 01:07

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაცია ავრცელებს.
გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას ოქტომბრის თვეში, მან 407,221 შეადგინა, რაც 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 15,1 % მეტია. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით ესტონეთი ლიდერობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub