ახალი ხიდი სამეგრელოში

27.07.2019 01:44

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობას ახალი ხიდი აქვს. აღნიშნული ხიდის საშუალებით, ნარას უბანში 80-მდე ოჯახს საყანე ფართობებთან და სოფელ დიდ ნეძთან მისვლის პრობლემა მოეხსნა. სოფელ ოქტომბერში ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა. ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: