ვფიქრობ სხვა ინტერესებია, ვიღაცას აწყობს ამ ორი თემის დაპირისპირება - ადიგენის მერი
სკოლაპანსიონიდან მეჩეთის სტატუსამდე მერაბ მიქელაძის სახლი სურსათის უვნებლობის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო მივიდა. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე განმარტავს, რომ მიქელაძე კვებისთვის საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც მედრესე დაიხურა. ამის შემდეგ გადაწყდა სახლში მეჩეთის გახსნა. გოჩა ქიმაძის თქმით, ამის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ სახლში მხოლოდ თავად ილოცებდა და შენობას მეპატრონე მეჩეთის დანიშნულებით არ გამოიყენებდა. თავდაპირველად, პირობას ორივე მხარე იცავდა, მაგრამ პირობა შეთანხმება დაირღვა. დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ. შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოგვყევი: web: https://tv9news.ge/ facebook: / tv9news.ge instagram: / tv9news_ge ვიდეო წარმოადგენს www.tv9news.ge-ს საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა.
მეცხრე არხი ახალციხე-ის სხვა ვიდეოები
რას უყვება ახალციხელი სტუდენტი ,,მე–9 არხს“ საფრან...
რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას?
მოვისმინეთ და გავიგეთ თქვენი აზრი - დიდ პამაჯში ხე...
ჩრდილოვან მმართველობას ვებრძოდით ჩვენ - ენმ-დან წა...
ახალციხეს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლე...
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შშმ პირებს სურსათი გა...
ნუგზარ კაველიძე: "ნებისმიერი სასუქის დიდი დოზის გა...
გადაწყვეტილებას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ მივ...
მსგავსი ვიდეოები
მიშელ ფუკო. რატომ ვარ პოლიტიკით დაინტერესებული? Radio Melome...
რადიო მელომანი
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა...
Radio Atinati
თაროზე შემოდებული საქმე: ვის აძლევდა ხელს პრეზიდენტ ზვიად გა...
PK TV2
ანი მიროტაძე: ჩვენ, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე...
ეროვნული ფორუმი
ხანდახან ვფიქრობ, რომ ოპოზიცია სხვა რამითაა დაკავებული - მამ...
Radio Georgian Times 92.3
მაიკლ რუბინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
viola tedeevi-ს ცხოვრებისეული მესიჯი, რომელიც შესაძლოა სხვა...
nikusha's world
ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში მგზავრობა არ გაძვირებულა
Radio Atinati