Tv პირველი - ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ვერ ენდო

05/01/2021
MULTIMEDIA GE-ის მიერ

პოლიცია ამ დრომდე ვერ ახერხებს დააკავოს ორი მამაკაცი, რომლებმაც თბილისში არასრულწლოვანი სასტიკად სცემეს\"- გვამცნეს TV \"პირველის \"ცენტრალური\" გამოშვების წამყვანებმა  თბილისში მომხდარი თავდასხმის შესახებ.

გამოკვეთილად ითქვა ის, რომ პოლიციას არავინ ჰყავდა დაკავებული და იგივე გაიმეორა უკვე ჩართვაზე მყოფმა ჟურნალისტმაც, თუმცა იმავე წამს თქვა, რომ ორივე თავდამსხმელი წინასწარი დაკავების იზოლატორშია, ანუ დაკავებულია, ჩართვის ბოლოს კი კორესპონდენტი უკვე გვამცნობს, რომ თავდამსხმელები  იდენტიფიცირებულები არიან.

საბოლოოდ მაყურებელმა ვერ გაიგო, როგორ დასრულდა თავდამსხმელების ამბავი, დააკავეს, თუ მხოლოდ ამოცნობა მოხდა.

შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ჩვენი ვებ გვერდი:
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან