6 ისტორიული ფაქტი,რომელიც სიმართლე გეგონათ

02/24/2018
bii hehe-ის მიერ

ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ამერიკა ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ან ის, რომ სფინქსის ცნობილ ქანდაკებას ნაპოლეონის ზარბაზნებმა მოატეხა ცხვირი?- დოგმად ქცეული უამრავი ისტორიული ფაქტი თანამედროვე გამოკვლევებმა თავდაყირა დააყენეს და სრულიად შეცვალეს საყოველთაოდ ცნობილი და წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. სწორედ ასეთ ისტორულ ძეგლებსა და ფაქტებზე გვექნება დღეს საუბარი.მაშ ასე, თქვენს წინაშეა ექვსი ისტორიული ფაქტი, რომლებიც, სკოლის წლებიდან მოყოლებული, აბსოლუტური სიმართლე გვეგონა, თუმცა ბოლო ხანებში მათ უტყუარობაში უკვე ეჭვი გვეპარება.
---------------------------------------------------------------------
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები
წყარო : intermedia.ge
---------------------------------------------------------------------
1. ნაპოლეონი და სფინქსის ცხვირი.დიდი სფინქსი-უძველესი მონუმენტალური სკულპტურაა. მისი დამახასიათებელი ნიშანი კი - მოტეხილი ცხვირია. საყოველთაოდ გავრცელებული თეორიის მიხედვით, ქანდაკებას ცხვირი მოტეხა 1798 წელს თურქებთან ბრძოლის დროს ნაპოლეონის ზარბაზნებიდან გასროლილმა ტყვიებმა, თუმცა ნახატები დანიელი მოგზაურის ფრედერიკ ნორდენისა, რომელმაც ეგვიპტეში 1737 წელს იმოგზაურა, სულ სხვა რამეზე მეტყველებს. როგორც ჩანს, სფინქსის ცხვირთან ნაპოლეონის კავშირი საეჭვოა და ის საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩამოტყდა ქანდაკებას.
2. ვან გოგი და მოჭრილი ყური.ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ სმენია ამ გენიალური მხატვრის შესახებ; განსაკუთრებით ცნობილია ლეგენდა, რომლის თანახმადაც ვან გოგმა თითქოსდა თავისი მოჭრილი ყური ერთგულების ნიშნად საყვარელ ქალს გაუგზავნა. თუმცა საქმე სულ სხვაგვარადაა: ინციდენტი მოხდა მეორე, არანაკლებ ცნობილ მხატვარ პოლ გოგენთან კონფლიქტისას, რომლის დროსაც ვან გოგი მას სამართებლით დაესხა თავს. გოგენმა შეძლო შეტევის მოგერიება და ვინსენტის შეჩერება. იმავე ღამეს სინანულში ჩავარდნილმა ვან გოგმა სამართებლით მოიჭრა ყურის ნაწილი. ჩვენამდე მოაღწია ჭორებმა იმის შესახებ, რომ ეს ქმედება პროვოცირებული იქნა არა სინანულის, არამედ აბსენტის დიდი რაოდენობის მიღებით გამოწვეული ძლიერი ნერვული აღგზნებადობის გამო.
3. ვიკინგების რქებიანი მუზარადი.წიგნებში, სურათებსა და ფილმებში ჩვენ შეჩვეული ვართ ვიკინგების ხილვას რქებით დამშვენებულ მუზარადებში, თუმცა არქეოლოგები გადაწყვეტით დღესაც ვერ ამბობენ, ზუსტად რა ფორმის იყო მათი მუზარადები. საერთოდ, მასობრივ კულტურაში გავრცელებული ეს ფორმა წამოვიდა სამარხებში ნაპოვნი არქეოლოგიური ნაშთების, კერძოდ-ქვაზე ამოტვიფრული ნახატებისაგან. დღესდღეობით არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი მუზარადები გამოიყენებოდა მხოლოდ რელიგიური რიტუალების დროს, მაგრამ არა ბრძოლებში. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამგვარი თავსაბურავი გამოგონებული იქნა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, ვიკინგებამდე უამრავი საუკუნით ადრე.
4. სტოუნჰენჯი.მეცნიერებისათვის სტოუნჰენჯი-ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არქეოლოგიური ძეგლია მსოფლიოში. რეგულარულად ჩნდება ჰიპოთეზები იმის შესახებ, თუ როგორ ააგეს უზარმაზარლოდებიანი ნაგებობა და რატომ აწყვია ქვები წრიულად. სინამდვილეში სტოუნჰენჯი უწინ ქაოსურად მიმოყრილი ქვების გროვას წარმოადგენდა. 1901 წელს უილიამ ჰოულენდის ხელმძღვანელობით მოხდა არქეოლოგიური ძეგლის პირველი, ფართომასშტაბიანი რესტავრაცია. ცოტაოდენი ხნის წინ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ფოტოები მტკიცებულებაა იმისა, რომ სტოუნჰენჯი დღეს სულაც არაა ისეთი, როგორიც ძველად იყო.
5. ამერიკის აღმოჩენა.ისტორიის გაკვეთილებზე ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ამერიკის კონტინენტი პირველმა ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა 1492 წელს, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, პირველი ევროპელები, ვინც ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში დაადგეს ფეხი ამერიკის კონტინენტზე, ვიკინგები იყვნენ. სწორედ მაშინ მოხდა პირველი გენეტიკური კონტაქტი ევროპელებსა და ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენებს-ინდიელებს შორის.
6.შუა საუკუნეების ეკლესია აფერხებდა მეცნიერების განვითარებას და კოცონზე წვავდა მეცნიერებს.საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, შუა საუკუნეებში ეკლესია მკაცრად ეღობებოდა წინ მეცნიერების განვითარებას და გამოჩენილ სწავლულებს ცეცხლში წვავდა. ეს სულაც არ იყო ასე - უფრო მეტიც: შუა საუკუნეებში მოღვაწე მეცნიერების დიდ ნაწილი სამღვდელოებას თავად მიეკუთვნებოდა. მათ კი არ ავიწროებდნენ ცოდნის გამო, პირიქით - წაახალისებდნენ და აჯილდოებდნენ კიდეც. რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს, ეს შემთხვევა უფრო მეტად კავშირში იყო კონტრრეფორმაციასთან, ვიდრე რელიგიასა და მეცნიერებას შორის დამოკიდებულებასთან.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ინფორმაცია არხის შესახებ :
ამ არხზე დაიდება ვიდეოები ყველანაირ თემაზე : კოსმოსი,დედამიწა,სამყარო,საინტერესო ფაქტები,მეცნიერება,შემეცნებითი ვიდეოები,ცხოველები,ყველაზე ყველაზე,ინფორმაციები ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების შესახებ.
დროთა განმავლობაში კონტენტი გაფართოვდება და უფრო დაიხვეწება.

ვიდეოები „bii hehe"-ისგან