ახალსოფელში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის კლინიკაში რჩება ოჯახის დიასახლისი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომელიც დაზარალებული სურმანიძეების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ პაციენტი ტრავმული შოკითა და დამწვრობით შეიყვანეს და მას, სავარაუდოდ, დამწვრობის ცენტრში მალე გადაიყვანენ.
რაც შეეხება ოჯახის დიასახლისს, როგორც მეზობლები ამბობენ, მას დამწვრობასთან ერთად, ფეხი აქვს მოტეხილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულთა შორის იყო ერთი მეხანძრე-მაშველიც. მან კლინიკა უკვე დატოვა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები ისევ მუშაობენ. აფეთქება ხელვაჩაურში გუშინ, გვიან ღამით, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, საცხოვრებელი სახლის ორი კედელი ჩამოიშალა. ადგილობრივების ვარაუდით, ბუნებრივმა აირმა გაზქურიდან გაჟონა. მომხდარის დეტალებს გამოძიება უკვე სწავლობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.