აფეთქება ხელვაჩაურში
ახალსოფელში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის კლინიკაში რჩება ოჯახის დიასახლისი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომელიც დაზარალებული სურმანიძეების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ პაციენტი ტრავმული შოკითა და დამწვრობით შეიყვანეს და მას, სავარაუდოდ, დამწვრობის ცენტრში მალე გადაიყვანენ. რაც შეეხება ოჯახის დიასახლისს, როგორც მეზობლები ამბობენ, მას დამწვრობასთან ერთად, ფეხი აქვს მოტეხილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის იყო ერთი მეხანძრე-მაშველიც. მან კლინიკა უკვე დატოვა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები ისევ მუშაობენ. აფეთქება ხელვაჩაურში გუშინ, გვიან ღამით, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, საცხოვრებელი სახლის ორი კედელი ჩამოიშალა. ადგილობრივების ვარაუდით, ბუნებრივმა აირმა გაზქურიდან გაჟონა. მომხდარის დეტალებს გამოძიება უკვე სწავლობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აფეთქება ხელვაჩაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა მოხდა 16 იანვრის ღამეს დიდ დიღომში და ვისი პასუხისმგებლობ...
Ajara TV
სუს-მა ბათუმსა და თბილისში დააკავა პირები, რომლებიც მანქანაშ...
Ajara TV
აფეთქება
Guriis Moambe
აფეთქება
bumerangebi
აფეთქება ბეირუთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება დიღომში - დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კვლავ...
TV IMEDI
აფეთქება დიდ დიღომში / Afetqeba did digomshi
Future Post