გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები

02/09/2016
Giorgi Kvirikashvili-ის მიერ

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევა საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის გახდება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თავისუფალ მედიაგარემოს, სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.
პრემიერმა საქართველო-ევროკავშირის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის უწყვეტი დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და გადაწყვეტილი აქვს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/93236

ვიდეოები „Giorgi Kvirikashvili"-ისგან