საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
05/02/2022
შევსებული კითხვარი უკვე ევროკავშირის ელჩის ხელშია.
400-მდე შეკითხვაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული პასუხები ბრიუსელში გაიგზავნება. ახლა ქვეყანა უფრო მოცულობითი, სექტორული ნაწილის შევსებაზე მუშაობს, რისთვისაც დრო 13 მაისამდე აქვს. თუმცა, დაანონსებულია, რომ პასუხები ამ შემთხვევაშიც ვადაზე ადრე იქნება მზად, რის შემდეგაც ევროკომისიის შეფასების ჯერი დგება. თუ პასუხების გაცნობის შემდეგ რეკომენდაცია და დასკვნა დადებითი იქნება, დგება ფინალური ეტაპი, ანუ ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მოლოდინი და პროგნოზი ოპტიმისტურია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების პოზიციებს და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების და კონსენსუსის მიღების პროცესში ამ მხრივ მოსალოდნელ სირთულეებს უარყოფენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.