ოპოზიციის მოთხოვნას უმრავლესობა პასუხობს


დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ პარტიას 8 მარტის შეთანხმების დარღვევებში ადანაშაულებენ და დაკავებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ. ოპოზიციური სპექტრი არც აქციების დაწყებას გამორიცხავს. ფრაქცია  „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე კი თვლის, რომ 8 მარტის შეთანხმებამ, ხელისუფლება ჩიხში შეიყვანა, მარიამ ჯაშის თქმით, პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებით „ქართული ოცნება“ საარჩევნო ხმებს დაკარგავს, შეთანხმების დარღვევით კი საერთაშორისო კრიტიკას მიიღებს. მარიამ ჯაშის თქმით, პარლამენტში არის საკმარისი ხმები, რომ შეთანხმების პირველი ნაწილი შესრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.

ოპოზიციის მოთხოვნას თანაგუნდელების გათავისუფლების შესახებ, უმრავლესობაში პასუხობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი შეთანხება არ ყოფილა და კონსენსუსი მხოლოდ საარჩევნო სისტემის შესახებ შედგა. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულებულები არიან, რომ ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდება. თემას ეხმაურება იუსტიცის მინისტრიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან