რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“

05.04.2023 00:53

ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი სახელწოდებით - „თანამშრომლობა საქართველოსთან“, სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა რუსეთის პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით. რაც ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე მიუთითებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: