დიდი ბრიტანეთი ტერიტორიაზე შეშვებას ამარტივებს


24 ოქტომბრიდან ინგლისი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლას ამარტივებს. მთავრობის განცხადებით, დაბალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შეუძლიათ „პისიარ“ ტესტების ნაცვლად ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხი წარადგინონ და ეს საკმარისი იქნება. ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ძვირადღირებული, სავალდებულო „პისიარ“ ტესტირების ამოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს საერთაშორისო მოგზაურობის ნორმალიზებაში. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მხოლოდ სამთავრობო ვებგვერდზე გამოქვეყნებული კერძო პროვაიდერების წარმოებული ტესტები უნდა წარადგინონ და არა უფასო სამთავრობო ტესტები. 8 ნოემბრიდან სრულად ვაქცინირებული პირებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატებიც.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან