გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი დაუჭირა 33-მა ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. ჩინეთი და ერითრეა აღმოჩნდა ის ორი ქვეყანა, რომლებმაც დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ჩინეთის წარმომადგენელმა ინიციატივას პოლიტიზებული უწოდა და განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია უკრაინაში დაძაბულობას ამწვავებს. საბჭოს წევრებს ვიდეოხიდის საშუალებით კიევიდან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, უკრაინამ სრული საშინელების ათი კვირა გადაიტანა. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, ბოლო კვირების განმავლობაში კიევის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში აღმოჩენილი იყო ათასობით ცხედარი. მათი ნაწილი, როგორც ვარაუდობენ, სიკვდილით დასაჯეს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს. რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა გაერო-ში რუსეთის ელჩი. მან დოკუმენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების ნაცვლად, კოლექტიური დასავლეთი რუსეთის დემონიზებას ცდილობს“. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან აპრილში გარიცხეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 29 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლაჩინის კვანძი: დასავლეთი-რუსეთის დაპირისპირების ახალი ველი
პირველი არხი - 42-ე პარალელი
გაერო-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia