„ქართული ოცნების“ კვლევა - ოპოზიციის გამოხმაურება

23.08.2021 03:31

„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. გივი მიქანაძის განცხადებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. კვლევის მიხედვით: „ქართული ოცნება“ - 44,7 %; „ნაციონალური მოძრაობა“ - 32, 6 %; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,1 %; „საქართველოსთვის“ – 2,9 %; „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2,6 %; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,5 %; „ლელო“ - 2,3 %; „ევროპული საქართველო“ - 2,2 %; „მოქალაქეები“ - 1,5 %; „ლეიბორისტული პარტია“ - 1,5 %; „გირჩი“ - 0,4 %; “ერთიანი საქართველო“ - 0,4 %; სხვა პარტიები 3,3 %. გივი მიქანაძის ინფორმაციით, ქუთაისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა 987-მა რესპონდენტმა მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: