პროტესტი ბრაზილიაში
ბრაზილიაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს საწინააღმდეგო დემონსტრაციები ქვეყნის 16 ქალაქში ჩატარდა. აქციის მონაწილეები ჟაირ ბოლსონარუს მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ზომების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვეს. ქალაქ რესიფეში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებს ყოფილი მემარცხენე პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას გამოსახულებით ნიღბები ეკეთათ, რომელიც ბოლსონარუს ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია. პანდემიას 450 ათასზე მეტი ბრაზილიელი ემსხვერპლა. მოქმედი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მემარჯვენე ლიდერმა ჯეროვნად არ შეაფასა ვირუსის სერიოზულობა, უარი თქვა ნიღბების ტარებაზე და ეჭვქვეშ დააყენა ვაქცინის გამოყენების მნიშვნელობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროტესტი ბრაზილიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრაზილიაში პროტესტი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრაზილიაში ანტისამთავრობო პროტესტი სამართალდამცველებთან დაპი...
1tv Live
ხანმოკლე XX საუკუნე - 1930. აჯანყებებისა და რევოლუციების წელ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტი
Keti Miqadze
პროტესტი
Formula News
პროტესტი ხეების მოჭრის გამო
Ajara TV
პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ #აქტუალურითემა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster