პროტესტი ბრაზილიაში
ბრაზილიაში არჩევნებში დამარცხებული ექს-პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მომხრეებმა საავტომობილო გზები ჩახერგეს. როგორც ბრაზილიური მედია წერს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები 200-მდე სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და გზებზე გადაადგილება დაბლოკეს. მათ შორის იყო დედაქალაქში მდებარე ავტომაგისტრალი და რიო-დე-ჟენეიროსა და სან პაულოს დამაკავშირებელი გზაც. შედეგად შეიქმნა ავტომობილების გრძელი რიგები და გადაადგილება შეიზღუდა. ბოლსონარუს მომხრეების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებულ ლუის ინასიუ და სილვას შეურაცხყოფას აყენებდა. ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ პოლიციას ჩახერგილი გზების გახსნა დაავალა. ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მეორე ტურის შედეგად მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 50.9%-ი მიიღო. მისმა მოწინააღმდეგე მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ კი 49,1%-ი. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბოლსონარუ საჯაროდ არ გამოჩენილა. მანამდე ის არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგები არ აღიაროს, მისი მხარდამჭერებისგან კი პუტჩისკენ მოწოდებაც ისმოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროტესტი ბრაზილიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრაზილიაში პროტესტი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრაზილიაში ანტისამთავრობო პროტესტი სამართალდამცველებთან დაპი...
1tv Live
ხანმოკლე XX საუკუნე - 1930. აჯანყებებისა და რევოლუციების წელ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტი
Keti Miqadze
პროტესტი
Formula News
პროტესტი ხეების მოჭრის გამო
Ajara TV
პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ #აქტუალურითემა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster