უკრაინაში ძებნილი გიორგი სამუშია დააკავეს
საქართველოს პროკურატურა უკრაინას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის გადმოცემას სთხოვს. ამჯერად საუბარია წინა ხელისუფლების დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომელ გიორგი სამუშიაზე, რომელიც კიევში გუშინ ღამით დააკავეს. საგამოძიებო უწყებაში უკვე ამზადებენ უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნის მიზნით გასაგზავნ დოკუმენტაციას. სამუშია ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო. მან საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადაკვეთა, როდესაც 2015 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გირაოთი იყო გათავისუფლებული. გიორგი სამუშიას დათა ახალაიასთან, გიორგი კალანდაძესთან, მეგის ქარდავასთან და რომან შამათავასთან ერთად, მოქალაქე ელდარ კობერიძის გატაცებაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, 2012 წელს ძალოვანი უწყების მაშინდელი მაღალჩინოსნები კობერიძისგან ტერაქტის მზადების აღიარებას ითხოვდნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, გიორგი სამუშიას საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებოდა და პასპორტიც ჩამორთმეული ჰქონდა, თუმცა სამი წლის წინ მან ქვეყნიდან გასვლა მაინც მოახერხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინაში ინტერპოლით ძებნილი გიორგი სამუშია დააკავეს
Maestro Television
გენპროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი სამუშიას ექსტრადიცია უკრაინიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა - ბრალდებულებმა ბრალ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონონ კვეთა - ბრიფი...
MULTIMEDIA GE
ქეთი დოლიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცედურა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 18 მარტი, 2022 წელი
TV IMEDI