სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა - ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს
დანაშაულის აღიარების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, რომელსაც ოთხი ფიგურანტი ჰყავს. ოთხივე მათგანს გამოძიება ძებნილი ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავება, მათ შორის ელგუჯა ცომაიას საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებაც აქვს წაყენებული. პროკურატურის მასალების მიხედვით, 28 სექტემბერს ექს-პრეზიდენტმა ოდესიდან ფოთის პორტისკენ დაძრულ გემზე დატვირთული იმ სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი, რომელიც სწორედ ცომაიას ეკუთვნოდა. სასამართლოზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი უკრაინაში მყოფ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსან გიორგი ლორთქიფანიძეზეც, რომელსაც გამოძიება დანაშაულებრივი გეგმის ორგანიზატორად მიიჩნევს. ბრალდებულებს ახლა უკვე სხვა ადვოკატები ჰყავთ, რადგან წინა უფლებადამცველების აცილება თავად მოითხოვეს. საუბარია იმ ადვოკატებზე, რომლებიც პარალელურად სხვა საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონონ კვეთა - ბრიფი...
MULTIMEDIA GE
პოლკოვნიკი, რადა-ს მე-8 მოწვევის დეპუტატი ანდრეი ტეტერუკი გა...
TV IMEDI
პროკურორი ლევან ვეფხვაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოყვანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster