გარემოვაჭრეების მოთხოვნა


ბავშვთა სამყაროს წინ მყოფი გარემოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მერიის დაპირების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ ოთხი თვის განმავლობაში ვაჭრობა უფასოდ უნდა შეძლებოდათ, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ გადასახადის გადახდა მოთხოვა. სიტუაციის გასარკვევად ადგილზე დიდუბის გამგებელი მივიდა, რომელმაც მომხდარს გაუგებრობა უწოდა და განმარტა, რომ მოვაჭრეები კერძო ბაზრობაზე ვაჭრობას კვლავინდებურად უფასოდ შეძლებენ.

მოვაჭრეებს ბავშვთა სამყაროს ტერიტორია თბილისის მერიამ თევდორე მღვდლის ქუჩის ნაცვლად გამოუყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან