სეტყვამ სოფელი შილდა დააზარალა

30.04.2019 00:53

სეტყვამ სოფელი შილდა დააზარალა. ყვარლის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სტიქიამ ვენახები თითქმის 100%-ით გაანადგურა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას ხე მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც თელავი-ყვარლის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ყვარლის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: