კრემლის მუქარა საქართველოს და უკრაინას


საოკუპაციო ხაზთან გახშირებული გატაცებების ფონზე სულ უფრო მწვავდება რუსეთის ტონი.

გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ მოსკოვი საქართველოს და უკრაინის გამო დასავლეთს უკვე პირდაპირ ემუქრება. ეუთო-ს და ნატოს მინისტერიალების პარალელურად ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის რეზონანსული განცხადებების მთავარი გზავნილია, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ მოხდეს. მაშინ როდესაც მოსკოვი ევროპისგან გარანტიებს ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგებს აანონსებს, ნატო რუსეთს საქართველოს და უკრაინის სუვერენულ უფლებებს ახსენებს. ამერიკა კი რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ვაშინგტონის მხრიდან ასამოქმედებელ მკაცრ ზომებზე აფრთხილებს. ბოლო დღეებში გამართული ორივე მინისტერიალი უკრაინისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა. უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღების გაზრდის და მობილიზაციის ფონზე საერთაშორისო პარტნიორები მოსკოვის მიმართ ზეპირი გამაფრთხილებელი განცხადებების გარდა კონკრეტულ შემაკავებელ პაკეტზეც მუშაობენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან