დასავლეთი ბირთვული საფრთხის შესახებ


ნატო რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდისთვის შესაძლო მზადების ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ხედავს, მაგრამ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“ ისაუბრა. „ჩვენ, რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვხედავთ, მაგრამ ნატო და მისი წევრები ფხიზლად რჩებიან და ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან“, - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ანალოგიური განცხადება გაკეთდა პენტაგონშიც. პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, ლორა კუპერის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ ამერიკამ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.

გუშინ, გამოცემა „თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან