ოქროს ფრთა 2013
ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო პავილიონში, ჟურნალისტთა რიგით მე-11 დაჯილდოება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. თამარ ფხაკაძე (ოქროს ფრთის პრეზიდენტი): "წლევანდელი დაჯილდოება განსხვავებულია იმით, რომ ნომინანტების ნახევარზე მეტი იქნება რეგიონიდან წარმოდგენილი. ამ 20 ნომინატის სახელები და გვარები, რომელიც ჟიურიმ შეარჩია 15 აპრილს საღამოს 19 საათზე გახდება ცნობილი. მე ვფიქრობ, ეს იქნება საინტერესო საღამო წითელი ხალიჩით, სადაც გაივლიან ჟურნალისტები. ეს ჯილდო არის პრესტიჟული და ყველას, ვინც მას მიიღებს, მათთვის უნდა იყოს სასიხარულო". ნუგზარ რუხაძე (ჟიურის თავმჯდომარე): "ეს ფონდი საქართველოსთვის არის კეთილი და საჭირო მოვლენა. ის არის სტიმულატორი ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობის. უპრიანი იქნებოდა და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელიწადში ფონდს შეეძლება გამორჩეული ჟურნალისტების მატერიალური მხარდაჭერაც". ნოდარ ტაბიძე (ჟიურის წევრი): "ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ეთერ ჯიშკარიანს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ დაჯილდოებას. იდეები ბევრს გვაწუხებს, მაგრამ ამ იდეების განხორციელება ჭირს. ქალბატონმა ეთერმა კი ზუსტად 11 წლის წინათ ეს იდეა განახორციელა. მე პირველ და მეორე დაჯილდოებაზე გახლდით ჟიურის თავმჯდომარე და მახსოვს, როგორი სიფრთხილით ვარჩევდით თითოეულ კანდიდატს. მინდა წლევანდელ დაჯილდოებულებს მივულოცო და ვუსურვო მათ, რომ ახალი სიტყვა ეთქვათ ქართულ ჟურნალისტიკაში". თეონა დოლენჯაშვილი (კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი): "კულტურის სამინისტრო არის ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები და ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ ამ პროექტისთვის გაგვეწია როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერა". http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ოქროს ფრთა 2013
culturegovge culturegovge
"ოქროს ფრთა" 2013
Music Box
საერთაშორისო ფონდი "ოქროს ფრთა"
პრაიმტაიმი Prime Time
ჟურნალისტური პროექტი „ოქროს ფრთა“/“ავანსცენა“/რადიო იმედი, R...
რადიო იმედი
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი ,,ოქროს ფრთა“ წლის ლაურეატებს...
პრაიმ ტაიმ TV
ყველაზე წარმატებული და დაფასებული ჟურნალისტები
Music Box
პირველი არხის ვებრედაქტორ ირინა დეკანოიძეს „ოქროს ფრთა“ გადა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიგით მე-13 ოქროს ფრთის დაჯილდოვება და რჩეულები რჩეულთა შორი...
Music Box