ოქროს ფრთა 2013

04/16/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

„ექსპო-ჯორჯიას\" საგამოფენო პავილიონში, ჟურნალისტთა რიგით მე-11 დაჯილდოება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

თამარ ფხაკაძე (ოქროს ფრთის პრეზიდენტი): \"წლევანდელი დაჯილდოება განსხვავებულია იმით, რომ ნომინანტების ნახევარზე მეტი იქნება რეგიონიდან წარმოდგენილი. ამ 20 ნომინატის სახელები და გვარები, რომელიც ჟიურიმ შეარჩია 15 აპრილს საღამოს 19 საათზე გახდება ცნობილი. მე ვფიქრობ, ეს იქნება საინტერესო საღამო წითელი ხალიჩით, სადაც გაივლიან ჟურნალისტები. ეს ჯილდო არის პრესტიჟული და ყველას, ვინც მას მიიღებს, მათთვის უნდა იყოს სასიხარულო\".

ნუგზარ რუხაძე (ჟიურის თავმჯდომარე): \"ეს ფონდი საქართველოსთვის არის კეთილი და საჭირო მოვლენა. ის არის სტიმულატორი ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობის. უპრიანი იქნებოდა და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელიწადში ფონდს შეეძლება გამორჩეული ჟურნალისტების მატერიალური მხარდაჭერაც\".

ნოდარ ტაბიძე (ჟიურის წევრი): \"ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ეთერ ჯიშკარიანს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ დაჯილდოებას. იდეები ბევრს გვაწუხებს, მაგრამ ამ იდეების განხორციელება ჭირს. ქალბატონმა ეთერმა კი ზუსტად 11 წლის წინათ ეს იდეა განახორციელა. მე პირველ და მეორე დაჯილდოებაზე გახლდით ჟიურის თავმჯდომარე და მახსოვს, როგორი სიფრთხილით ვარჩევდით თითოეულ კანდიდატს. მინდა წლევანდელ დაჯილდოებულებს მივულოცო და ვუსურვო მათ, რომ ახალი სიტყვა ეთქვათ ქართულ ჟურნალისტიკაში\".

თეონა დოლენჯაშვილი (კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი): \"კულტურის სამინისტრო არის ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები და ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ ამ პროექტისთვის გაგვეწია როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერა\".


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან