გენერალური გეგმა და საკუთრების უფლებები

23.05.2019 04:38

30 000-მდე მოქალაქე თბილისის მერიიდან პასუხს ელოდება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის ახალმა გენერალურმა გეგმამ სტატუსი შეუცვალა. შესაბამისად, მიწების მფლობელებს საკუთარ ტერიტორიებზე მშენებლობის უფლება შეეზღუდათ ან საერთოდ აღარ აქვთ. იგულისხმება ლისის ტბის, დიღმის და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებული მიწის ნაკვეთები. მათი მფლობელები მერიიდან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან და პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნაწილი არც აქციების დაწყებას გამორიცხავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: