ნერონი - შენი ტუჩები (3) [1999] (Kutaisi Live)
1990-ების მიწურულს ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა გადაწყვიტეს მე-20 საუკუნის გაცილება მოეწყოთ და ამასთან დაკავშირებით ტ/კ „რიონის“ კინო-საკონცერტო დარბაზში (ძველი კინოთეატრი „საქართველო“) გაიმართა კონცერტი, რომელიც ორგანიზაცია „ნიღბების კლუბმა“ მოვაწყვეთ. მთელი კონცერტი ჩავწერეთ უბრალო მაგნიტოფონის კასეტაზე, რომლის ციფრულ ვერსიასაც ახლა გთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ „აქცია-რეპეტიციაში“ („ნიღბების კლუბელები“ ასე ვეძახდით ჩვენს მიერ მოწყობილ კონცერტებს) ყველა ქუთაისელ მუსიკოსს მონაწილეობა არ მიუღია, მასში მაინც კარგად ჩანს იმდროინდელი მუსიკალური სულისკვეთება, რაც დამახასიათებელი იყო ჩვენი ქალაქისთვის. სხვათა შორის, იმ პერიოდის ქუთაისურ მუსიკაზე ჩემი ორნაწილიანი სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ „ოზონის“ მე-20 და 21-ე ნომრებში, ინტერნეტში კი აქ: https://anarekly.blogspot.com/2008/02... https://anarekly.blogspot.com/2011/12... 1999 წლის 26 იანვრის კონცერტის ფოტოები, სამწუხაროდ არ არსებობს, ამიტომ. ალბომის გასაფორმებლად საკონცერტო ბილეთი გამოვიყენე. კონცერტზე გამოვიდა თინეიჯერული როკენროლ-ჯგუფი „ნერონი“, რომლის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები აღარ შემომრჩა. დანარჩენებს კი ახლა ჩამოვწერ. „შავი ღვინო“: გოგა ბაბუაძე – ვოკალი; ოთიკო ლომთაძე – ლიდერ-გიტარა; დათო ჩოგოვაძე – რითმ-გიტარა; მალხაზ ჩაჩუა – ბასი; ირაკლი „კოწო“ კოტორეიშვილი – დასარტყამები. ========= "არქეოპტერ X“ (შემდგომში ამ პროექტს „ხუან პაბლო ტატოია“ ეწოდა): ტატო გრძელიძე – ვოკალი, გიტარა; ლევან ხონელიძე – ბასი; ბერდია ბრეგაძე – დასარტყამები. ========= Best History: გიორგი „ჟორა“ ხონელიძე – ვოკალი; ნიკუშა „კოლია“ სვანაძე – რითმ-გიტარა; ზვიად „სექსი“ საკანდელიძე – სოლო გიტარა; ჩიი – ბასი; ზაალ საკანდელიძე – დასარტყამები. ========= Outsider რობერტ „რობი“ კუხიანიძე – ვოკალი, გიტარა; საბა „ბასა“ კუპრაშვილი – ბასი; ვახტანგ „ვატო“ კიკალეიშვილი – სოლო გიტარა; გია „ჟესტოკა“ შილაკაძე – დასარტყამები. ხმის რეჟისორი: გუჯა ჯოხარიძე; კასეტაზე ჩაწერა და მერე გააციფრულა: ERM0NIA (ლაშა გაბუნია) ჩაწერილია: ქუთაისში, ტ/კ „რიონის“ საკონცერტო დარბაზში. შემოკლებული ვერსიის გადმოსაწერი: https://ermonia.blogspot.com/2008/03/... © 1999 © ERM0NIA (ლაშა გაბუნია)
Lasha Gabunia-ის სხვა ვიდეოები
Outsider - ღია რეპეტიცია ბჟოლებში [22.09.1998] (ნა...
„ანარეკლი“ - Bajoo \u0026 Chi - ბედნიერი როკ-ენ-რო...
Outsider - Live In Kutaisi GPI Club (05.09.1997)
Outsider \u0026 Friends - Live At Theater In Bzhol...
უცნობი შემსრულებელი - კინტოს სიმღერა [1950's] (X-R...
05:08
ჰამლეტ გონაშვილი და „რუსთავი“ - ზამთარია (1989) [V...
31:12
Outsider - „მარგარიტა 96“ (LIVE) [13.07.1996]
17:09
კონსტანტინე გამსახურდია [1961] (Vinyl Single Rip)
მსგავსი ვიდეოები
ჩვენი რჩეული სიმღერები რომლებიც მაყურებელმა მოიწონა | simger...
შმაირები
1.5K
ნერონი
შემეცნების 30 წუთი
ნერონი - ოჯახის ქალმა დატოვა ქმარი (5) [1999] (Kutaisi Live)
Lasha Gabunia
ნერონი - ანგელოზებმა (7) [1999] (Kutaisi Live)
Lasha Gabunia
ნერონი - Lawdy, Miss Clawdy (6) [1999] (Kutaisi Live)
Lasha Gabunia
ნერონი - პოპური (Rock'N'Roll) (2) [1999] (Kutaisi Live)
Lasha Gabunia
ნერონი - მინდა რომ ჰგავდე მაისს (4) [1999] (Kutaisi Live)
Lasha Gabunia