ნერონი - ოჯახის ქალმა დატოვა ქმარი (5) [1999] (Kutaisi Live)

12/31/2018
Lasha Gabunia-ის მიერ

1990-ების მიწურულს ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა გადაწყვიტეს მე-20 საუკუნის გაცილება მოეწყოთ და ამასთან დაკავშირებით ტ/კ „რიონის“ კინო-საკონცერტო დარბაზში (ძველი კინოთეატრი „საქართველო“) გაიმართა კონცერტი, რომელიც ორგანიზაცია „ნიღბების კლუბმა“ მოვაწყვეთ. მთელი კონცერტი ჩავწერეთ უბრალო მაგნიტოფონის კასეტაზე, რომლის ციფრულ ვერსიასაც ახლა გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ „აქცია-რეპეტიციაში“ („ნიღბების კლუბელები“ ასე ვეძახდით ჩვენს მიერ მოწყობილ კონცერტებს) ყველა ქუთაისელ მუსიკოსს მონაწილეობა არ მიუღია, მასში მაინც კარგად ჩანს იმდროინდელი მუსიკალური სულისკვეთება, რაც დამახასიათებელი იყო ჩვენი ქალაქისთვის. სხვათა შორის, იმ პერიოდის ქუთაისურ მუსიკაზე ჩემი ორნაწილიანი სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ „ოზონის“ მე-20 და 21-ე ნომრებში, ინტერნეტში კი აქ:

https://anarekly.blogspot.com/2008/02...
https://anarekly.blogspot.com/2011/12...

1999 წლის 26 იანვრის კონცერტის ფოტოები, სამწუხაროდ არ არსებობს, ამიტომ. ალბომის გასაფორმებლად საკონცერტო ბილეთი გამოვიყენე.

კონცერტზე გამოვიდა თინეიჯერული როკენროლ-ჯგუფი „ნერონი“, რომლის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები აღარ შემომრჩა. დანარჩენებს კი ახლა ჩამოვწერ.

„შავი ღვინო“:
გოგა ბაბუაძე – ვოკალი;
ოთიკო ლომთაძე – ლიდერ-გიტარა;
დათო ჩოგოვაძე – რითმ-გიტარა;
მალხაზ ჩაჩუა – ბასი;
ირაკლი „კოწო“ კოტორეიშვილი – დასარტყამები.
=========
\"არქეოპტერ X“ (შემდგომში ამ პროექტს „ხუან პაბლო ტატოია“ ეწოდა):
ტატო გრძელიძე – ვოკალი, გიტარა;
ლევან ხონელიძე – ბასი;
ბერდია ბრეგაძე – დასარტყამები.
=========
Best History:
გიორგი „ჟორა“ ხონელიძე – ვოკალი;
ნიკუშა „კოლია“ სვანაძე – რითმ-გიტარა;
ზვიად „სექსი“ საკანდელიძე – სოლო გიტარა;
ჩიი – ბასი;
ზაალ საკანდელიძე – დასარტყამები.
=========
Outsider
რობერტ „რობი“ კუხიანიძე – ვოკალი, გიტარა;
საბა „ბასა“ კუპრაშვილი – ბასი;
ვახტანგ „ვატო“ კიკალეიშვილი – სოლო გიტარა;
გია „ჟესტოკა“ შილაკაძე – დასარტყამები.

ხმის რეჟისორი: გუჯა ჯოხარიძე;
კასეტაზე ჩაწერა და მერე გააციფრულა: ERM0NIA (ლაშა გაბუნია)
ჩაწერილია: ქუთაისში, ტ/კ „რიონის“ საკონცერტო დარბაზში.
შემოკლებული ვერსიის გადმოსაწერი: https://ermonia.blogspot.com/2008/03/...

© 1999 © ERM0NIA (ლაშა გაბუნია)